„პოსლეზე“ მოწერა არ მიგვაჩნია სწორად” – ხაბეიშვილი ვაშაძეს

„ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს…“, – წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში, სადაც „ნაცმოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი შემდეგნაირად გამოეხმაურა:

„1. მელია ციხეშია და შეთანხმება არ მიგვაჩნია სწორად.

  1. 20 ივნისის ამინისტიით და გირაოთი მელიას გამოშვება არ არის სამართლიანი და მისაღები.

პრინციპულ პოზიციაზე ამ მიმართულებით მაინც შეგეძლოთ ყოფნა, რომ გამოვიდეს მელია და შემდეგ მოვაწერთ. „პოსლეზე“ მოწერა არ მიგვაჩნია სწორად. ამინისტიით და გირაოთ გათავისუფლებაზე მელიასაც მყარი პოზიცია აქვს – ანუ რომ არ ეთანხმება.

ჩვენ ვართ პრინციპულები ჩვენს პოზიციაში. და თუ ისე მოხდა, რომ მელია უპირობოდ გათავისუფლდა მაშინ რა გამოვა ? რომ იჩქარეთ ხომ ? და თუ უპირობოდ არ გამოვა მაშინ სხვა ფორმით ენმ – ს ხელმოწერის შანსი – 0,” – ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები