„ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ“ – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვიდვაქცინაცია“ დიდი ალბათობით მარტში დაიწყება და მისის ბოლომდე, 200 000 ადამიანი უნდა აიცრას.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ვაქცინაციის მთავარი ჩამტარებელი, ის  იმუნიზაციის პროგრამას უწევს კოორდიანციას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოჯისტიკაზე. ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ, საუბარია ორჯერად აცრაზე და შემდეგ, ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია“ – განაცხადა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგი ადასტურებს, რომ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

„პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც „კოვაქსიდან“ უნდა მომარაგებულიყო. ჩვენც შევდიოდით ამ 18 ქვეყანაში და მოწოდება გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები