„დაინტერესებული ხართ…. საზიზღარი ბრალდებით გამიშვათ, არსად წამსვლელი არ ვარ“ – დაკავებული ექსპერტი

სახელმწიფო ინტერესების საზიანო ბრალდებით დაკავებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი თანხის სანაცვლოდ თავსუფლებაში ყოფნის კატეგორიული წინააღმდეგია და ბოლომდე ბრძოლას და სიმართლის დამტკიცებას აპირებს.  როგორც ივერი მელაშვილი აცხადებს, ბრალდების ინტერესია ხმაურიანი საქმის გახსნა, თუმცა, სად არის სიმართლე სხვა თემაა.

“ვერ ვხვდები, პროკურატურა რა შუაშია.  თუ საჭიროება არსებობს, რომ რაღაცის განხილვა მოხდეს, კი ბატონო, მაგიდასთან სპეციალისტების თანდასწრებით მოხდეს. არ შეიძლება, თეთრზე იძახო ყავისფერიაო, ან ეს სჯობს იმასო. ვინ გითხრათ, რომ ჯობს? სად იყვნენ ეს ექსპერტები ან ის პირები? ვილაპარაკოთ ამაზე გინდა მაგიდასთან და გინდა ისე, მაგრამ თუ მე ამისთვის ციხეში გამიშვებთ და იმას ალაპარაკებთ, რაც გაგიხარდებათ იმას, ვიტყვი, რომ არ ხართ სიმართლის დადგენით დაინტერესებული“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილოჩოვა დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა და არც შეიძლება მომხდარიყო.  

„დაინტერესებული ხართ იმაში, რომ ხმაურიანი საქმე გახსნათ და ამ საზიზღარი ბრალდებით გამიშვათ, ამის უფლებას არ მოგცემთ, ბოლომდე ვიბრძოლებ, არსად გამქცევი არ ვარ, არსად წამსვლელი არ ვარ, გინდა ჩამსვით, გინდა გარეთ ვიყო, ის ვარ, რაც ვარ “, – განაცხადა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა.

მან პროკურორსაც მიმართა: „დაანებეთ ამ პოლიტიკას თავი, ხვალ და ზეგ ხომ უნდა შევხედოთ ერთმანეთს.“  

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ორივე დაკავებულის დანაშაული გამოკვეთილია და ისინი ავთენტურ დოკუმენტებს შეგნებულად მალავდნენ.

მსგავსი თემები