„რეანიმაციულ განყოფილებაში რჩევა 14 პაციენტი – სამი კრიტიკულია“ –  „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში”

  •  

„გასულ კვირას ჩვენს ცენტრში გარდაიცვალა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა სიმსივნური დაავადება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

ცენტრი ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერა გეგმავს, რომელიც ლიკა მუმლაძის ინფორმაციით კლინიკაში ფილტვის მაქსიმალური დაზიანებით მოთავსდა.

მედიკოსი აცხადებს, რომ მოხერხდა რამდენიმე პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა:

„რეანიმაციაში მკურნალობას გადის 14 პაციენტი, სამი არის კრიტიკული, თუმცა მოხერხდა რამდენიმე პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა,

გვყავს რამდენიმე პაციენტი აფხაზეთიდან, ერთი იყო ძალიან მძიმე , ამ ეტაპზე კონპენსირებულია მისი სუნთქვა, საგულისხმოა, რომ 24 ქულით ფასდება მაქსიმალური ფილტვის დაზიანების ხარისხი და შემოსვლის დროს ამ ქალბატონის შემთხვევაში იყო 23 ქულა, თუმცა მოვახერხეთ მისი განკურნება.

რაც შეეხება ასაკს ყველაზე ახალგაზრდა არის 52 წლის და შემდეგ უვე ზევით, ძირითადად არიან დასავლეთ საქართველოდან.

გასულ კვირას გარდაიცვალა ერთი პაციენტი, ის იყო ლოგინად მწოლიარე და ჰქონდა სიმსივნური დაავადება მრავლობითი გართულებებით, ის სამწუხაროდ ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცნეტრ მთავარში“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “„რეანიმაციულ განყოფილებაში რჩევა 14 პაციენტი – სამი კრიტიკულია“ –  „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში””

  1. I absolutely love your blog and find almost all of your post’s to be exactly I’m looking for.
    Does one offer guest writers to write content for yourself?
    I wouldn’t mind creating a post or elaborating on many of the subjects you write concerning here.
    Again, awesome blog!

  2. I’d like to thank you for the efforts you have put in penning this site.
    I am hoping to see the same high-grade blog posts from you later on as well.
    In fact, your creative writing abilities has motivated me
    to get my very own site now ;)