„მზარდი ციფრები გვეუბნება იმას, რომ მოსალოდნელია შემთხვევათა ზრდა“ – „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„სტაბილურად ნარჩუნდება მარალი ციფრები, გარდაცვლილების კუთხით ეს არ არის მნიშვნელოვანი ზრდა,  ცუდი მოსასმენია, მაგრამ ძირითადად გართულებები ხდება თანმხლები დაავადების მქონდე პირებში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „მცხეთის ცხელების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მუმლაძის ინფორმაციით პაციენტების შესვლას კლინიკაში ჯანდაცვის რგოლი არეგულირებს, ამ ეტაპზე მისივე ცნობით „მცხეთის ცხელების ცენტრში“ საწოლების რაოდენობა საკმარისია. ლიკა მუმლაძე მზარდ სტატისტიკაზეც საუბრობს:

„გვაქვს 75 ადგილი, 17 სარეანიმაციო საწოლი. კოვიდ ცენტრში რეალურად ვერ იქნება შესაძლებლობაზე მეტი დატვირთვა, პაციენტები გადმოყვანის დროსვე არიან შეთანხმებულები, ასე რომ უმართავი ნაკადის გაჩენა არ ხდება.

სტაბილურად ნარჩუნდება მაღალი ციფრები, გარდაცვლილების კუთხით ეს არ არის მნიშვნელოვანი ზრდა,  ცუდი მოსასმენია, მაგრამ ძირითადად გართულებები ხდება თანმხლები დაავადების მქონდე პირებში.

ჩვენი კლინიკა გამოწვევების წინაშე დადგა, ეს არის საკმაოდ რთული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ კლინიკას არ ეხება, ქვეყანაში არის პრობლემა მედ პერსონალის, მაგრამ გავართვით მგონი თავი. ჩვენი გამოწვევა ის იყო, რომ გადავკეთდით კოვიდცენტრად და ვიღებთ მხოლოდ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს და ასევე ცხელებიანს.

მზარდი ციფრები გვეუბნება იმას, რომ მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა და ციფრების ზრდა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ.“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავრის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები