კორნავირუსის სიმპტომები – ყნოსვის და გემოს არქონა, ზურგის ტკივილი – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ზოგჯერ შეიძლება სულ არ იყოს რესპირატორული სიმპტომები, მაგრამ იყოს ზურგის ტკივილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „მცხეთის ცხელების ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მუმლაძის ინფორმაციით ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ახალი სიმპტომი – ზურგის ტკივილი, მედიკოსი გემოს და სუნის შეგრძნების მკვეთრ დაკარგავზეც საუბრობს:

„ჩვენი მიდგომები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მოიმატა ჩვენმა გამოცდილებამ, იყო პერიოდი, როცა ყველა ვიყავით გამოუცდელი ამ დაავადებასთან ბრძოლაში, მოიმატა გამოცდილებამ, უნარ – ჩვევებმა. ძირითადი სიმპტომები რჩება იგივე, – რესპირატორული სიმპტომები.

განსაკუთრებით დაემატა ამ ბოლო დროს ზურგის ტკივილი, შეიძლება სულ არ ჰქონდეთ ცხელება, მაგრამ ზურგის ტკივილი ახასიათებს, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ვინც გამოსცადა ამბობენ, რომ ჩვეულებრივი ვირუსის დროს მსგავსს არაფერს გრძნობდნენ, თუმცა კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში პაციენტები ამბობენ, რომ  საერთოდ ვერ გრძნობენ სუნს და გემოს,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები