“ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ” – დაკავებული ექსპერტის ბრძოლა ბოლომდე

„არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას,  ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია“ – ეს სიტყვები საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში დადანაშაულებულ საგარეო უწყების თანამშრომელ ივერი მელაშვილს ეკუთვნის, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.  

ბრალდებული საკუთარ უდანაშაულობაში მტკიცედ და მარად არის დარწმუნებული და აცხადებს, რომ მას ციხე ვერ დაანგრევს.

“მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით მიცხოვრია. რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის დაკავების შესახებ განჩინება და ბრალის დადგენილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა… ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა. რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის…. სინამდვილე ის არის, რომ საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო! მეორე, ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში, მაშინ, როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით… გაუნათლებელ, დილეტანტურ მიდგომაზე საუბარი 29 წლამდე მიიყვანს ყველაფერს, ეს გაფუჭდება. ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, პროკურორისთვის არაფერი იყოს, ისროლა ბრალდება და მოარტყა.

მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მისივე თქმით, ამ ბინძური ბრალდებით წარმოუდგენელია სიცოცხლის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ორ დაკავებულს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავება, აც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები