ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 225 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ 61 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული, 255 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები