მედიის ინფორმაციით, უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი, უკტამ ბარნოევი კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური გამოცემა „გაზეტა“ ავრცელებს. უკტამ ბარნოევი იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების განვითარების საკითხებში.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი თავდაპირველად ტაშკენტის კერძო კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი გერმანიაში. ბარნოევი უზბეკეთის ვიცე-პრემიერად 2020 წლის თებერვალში დაინიშნა. უკტამ ბარნოევი 56 წლის იყო.

მსგავსი თემები