„ფერმერები ყურძნის ჩაბარებას ისეთ ფასში შეძლებენ, რომ მათი შრომა დაფასდეს“ – მინისტრი

  •  

„წელს, რთველთან მიმართებაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ყურძნის რეალიზება შეფერხებულია. წარმოების კუთხით ლიდერ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ“ – აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფერმერებს ყურძნის შესაბამის ფასში ჩაბარებას ჰპირდება.  

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ წელს არ ყოფილან ფერმერები მარტო გამოწვევების წინაშე. სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ რეალიზებული იყოს ბოლო კილოგრამამდე ყურძენი და ფერმერებს ჩაბარების პრობლემა  არ შეექმნათ. ამავე დროს, ფერმერებმა ყურძნის ჩაბარება უნდა შეძლონ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს. ეს არის საკითხის როგორც ეკონომიკური ნაწილი, ასევე ძალიან დიდია სოციალური ფაქტორი, რომელსაც ვითვალისწინებთ. რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება გამოვა სულ მოკლე ხანში, რაზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. ჩვენ, დამატებით, დეტალურ  ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები

7 Thoughts to “„ფერმერები ყურძნის ჩაბარებას ისეთ ფასში შეძლებენ, რომ მათი შრომა დაფასდეს“ – მინისტრი”

  1. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  2. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  3. I like the valuable information you provide in your articles.

  4. I always spent my half an hour to read this web site’s articles or reviews daily along with a mug of coffee.

  5. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!