“მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ” – გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩო თბილისში მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ და განცხადებას ავრცელებს.

საელჩო იმედოვნებს, რომ მოგზაურობა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

“მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოგზაურობა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს არის გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტი,” – ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის,  საქართველომ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. 

მსგავსი თემები