„როგორც ჩანს კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს“ – დავით ჭიჭინაძე

„ზუსტად 9 თვის შემდეგ მივიღე დეპუტატის შეკითხვაზე  პასუხი სუს-ისგან, რომ „ვარკეთილი დეველოპმენტის საქმეში“ თურმე არანაირი დარღვევა არ არსებობს. არადა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 15 მილიონზეა საუბარი,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას გამორიცხავს. „ როგორც ჩანს კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს,  სამაგიეროდ პრობლემა აღარ ექნება იმ  მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება.  მესამე ვადით „ ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.მით უმეტეს, რომ ივანიშვილი სერიოზული პრობლემების წინ დგას. კანდიდატები,  რომელთა დასახელებაც მოუწევს  საარჩევნოდ,  კიდევ უფრო მეტი სიმძიმე გახდება მისთვის,…

მეტი...

მცხეთაში მკვლელობა მოხდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი პირი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი...

“კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება გამორიცხული არ არის” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება გამორიცხული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში 230-ზე მეტმა მეცნიერმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებენ, რომ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სათანადოდ შეფასებული არ არის. ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, ბენედეტა ალეგრანციმ განაცხადა, რომ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის მტკიცებულებები ჩნდება, თუმცა ჯერ დამტკიცებას საჭიროებს. „საჯარო სივრცეებში, განსაკუთებით ძალიან სპეციფიკურ პირობებში, ხალხმრავალ, დახურულ, ცუდი ვენტილაციის მქონე ადგილებში ჰაერწვეთოვანი…

მეტი...

“მერე საკუთარ თავს დააბრალონ ყველაფერი, აღარავის დანდობას აღარ ვაპირებთ” – მირიან ნიკოლაძე

მირიან ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებაში ბევრს რამეს შეცვლის. ოჯახის ადვოკატი, საქმეში მონაწილეთა მხრიდან შეცვლილ ჩვენებებზეც საუბრობს და დაკავებულებსაც და მოწმეებსაც გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. “ამ კვირის ბოლომდე უნდა იყოს ეს ექსპერტიზა და მე ვფიქრობ ეს არის ამ საქმის ერთ-ერთი გასაღები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისგან ჩვენ, თუ მივიღეთ კატეგორიული პასუხები და იმედი მაქვს, რომ მივიღებთ, ბუნებრივია ამის შემდეგ დადგება საკითხი კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისა კონკრეტული მუხლით. ვგულისხმობ გიორგის განზრახ მკვლელობას და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ბუნებრივია ბევრი ეჭვი არსებობს, ძალიან არათანმიმდევრული ჩვენებებია და მგონია, რომ ბოლომდე გულწრფელები არ არიან გამოძიების წინაშე და ხელს არ უწყობენ  გამოძიებას. შესაბამისად…

მეტი...