„გარანტიების მაქსიმუმი იქნება უზრუნველყოფილი, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას“ – გია ვოლსკი საზღვრების გახსნაზე

  •  

„როდესაც ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, ყველაფერი გაწერილია ორმხრივად იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს და არც თავად არიან დილეტანტები საიმისოდ, რომ საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნან პრობლემები“,- ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნას.

გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული ვითარება შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, თურქეთში მძიმე ეპიდვითარებაა.

„როდესაც ევროკავშირთან ფრენებსა და მიმოსვლებზე საქართველოს ურთიერთობები  ყალიბდება, ეს პროფესიონალურად განიხილება. ასე რომ, შენიშვნებს, წინადადებებს, განცხადებებს, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს შეიძლება საერთოდ იგნორირება გაუკეთო, იმიტომ, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი  არის საზოგადოებაში რაღაც ეჭვების შეტანა,  თითქოს რაღაც არასწორად კეთდება. დესტრუქციული ოპოზიცია დავარქვით და ზუსტად შეესაბამება თავის სახელს. მით უმეტეს, თურქეთის თემასთან დაკავშირებით. უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე იმისთვის, რათა ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ და შემდეგ, ჩამოსულებმა კიდევ რისკი შეუქმნან ჩვენს მოქალაქეებს, თორემ, ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულეზე, რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არ არის პასუხისმგებლობა ამ ე.წ.  ოპოზიციის. უპასუხისმგებლო ხალხია და არანაირ პასუხისმგებლობის აღებას არც აპირებენ საკუთარ თავზე. ვითარება რომ დამძიმდეს, ამის შემდეგ კაციშვილს ვერ იპოვით, რომ პასუხი გაგცეთ იმაზე, თუ რას ლაპარაკობდნენ რამდენიმე დღის წინ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანურად მიღებული.

„ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე. ვითარებაა თვითონ რთული ქვეყანაში. ეკონომიკური საფრთხე არ არის ნაკლები პანდემიის საფრთხეზე, მაგრამ პანდემია აზიანებს პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობას, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებები სპონტანურად ჩვენს მთავრობაში არ მიიღება. გარანტიების მაქსიმუმი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას ჯანმრთელობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​

მსგავსი თემები

9 Thoughts to “„გარანტიების მაქსიმუმი იქნება უზრუნველყოფილი, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას“ – გია ვოლსკი საზღვრების გახსნაზე”

  1. Hey There. I found your blog using msn. This is a really smartly
    written article. I’ll make sure to bookmark it and return to learn more of your useful info.
    Thank you for the post. I will certainly return.

  2. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  3. Like!! Thank you for publishing this awesome article.

  4. I like the valuable information you provide in your articles.

  5. These are actually great ideas in concerning blogging.

  6. I am regular visitor, how are you everybody? This article posted at this web site is in fact pleasant.

  7. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.

  8. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  9. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.