“უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით ყველას უნდა ახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განაცხადოს, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხდა, სადაც 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს. „102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდეგ თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ…

მეტი...

ცხელ წერტილში მომუშავე ექიმებს, რომლებიც კარანტინში მოხვდნენ, ხელფასს არ აძლევენ, დავა სასამართლომდე მიდის (ვიდეო)

„კატასტროფის ცენტრის“ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც „ცხელ წერტილში“ მუშაობდნენ და კარანტინში მოხვდნენ, ხელფასს არ უხდიან. სადაო თანა 3 კვირიან კარანტინის პერიოდს ეხება. სამედიცინო პერსონალი მოლოდინის რეჟიმშია, წინააღმდეგ შემთხვევაში დავა სასამართლო წესით მოუწევთ. ამ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ ისაუბრა. „30 ადამიანს მოუწია კარანტინში გადასვლა, ორკვირიანი კარანტინის პირობებში ამ ადამიანს უტარდებოდა ტესტირება, ხუთ მათგანს დაუდგინდა კოვიდ ინფექცია, დანარჩენმა 25 – მა ადამიანმა კარანტინის სივრცე დატოვა სამ კვირაში. კარანტინის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ეზრუნა ამ ადამიანებზე, ეს ადამიანები ერთთვიანი კარანტინის შემდეგ ფინანსური სახსრების გარეშე დარჩნენ. ისინი დაუკავშირდნენ კატასტროფის…

მეტი...

“თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში!” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას და მებრძოლ სულს ემყარება. თქვენ ხართ თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში, – ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, “საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს”. „დღევანდელი დღე მსურს მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად ომებისა და ბრძოლების ისტორიაა,…

მეტი...

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია. საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით, – ამის შესახებ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით, გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული ძლიერი საზოგადოება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა. ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ცერემონიას საქართველოს…

მეტი...

“ხვალინდელ მსოფლიში ჩვენი, თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია დავიკავოთ” – სალომე ზურაბიშვილი

მასტაბური კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია, ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანა უნდა მოემზადოს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად. „გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს, იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს…

მეტი...

“დაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

დაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება, – აცხადებს თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ცერცვაძეის განცხადებით, ჯერ მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. „ჯერჯერობით, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო 18 მაისს, ჯერ ერთი კვირაა მხოლოდ გასული. დაველოდოთ, ვიდრე შეზღუდვების მოხსნიდან და მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან გავა 2-3 კვირა. თუ ამ პერიოდში ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს ან ცოტა ამაზე უარესი, დღეში ერთ და ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება, მაგრამ რომ იყოს დღეში 10-მდე შემთხვევა,…

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 98 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 98 000-ს გადააჭარბა. დღემდე კორონავირუსი 1 657 441 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 98 034-ის შემთხვევაში ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის 50-ვე შტატში გამოვლენილია ინფიცირების 14 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 314 ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი...

“დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს იმ მსხვერპლის შესახებ, რომელიც ჩვენმა გმირებმა თავიანთი ქვეყნისთვის გაიღეს” – დავით ზაკლანიანი „ევროაქტივზე“

ევროპული გამოცემა „ევროაქტივი“ (Euroactiv) საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სტატიას აქვეყნებს. სტატიის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს იმ მსხვერპლის შესახებ, რომელიც ჩვენმა გმირებმა თავიანთი ქვეყნისთვის გაიღეს. ის შეგვახსენებს, რომ თავისუფლება „თავისუფლად“ არ მოდის და ის ძნელად, ხშირად სიცოცხლის დათმობის ფასად მოიპოვება. სწორედ ამიტომ, 29 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველო ინარჩუნებს უკიდურეს სიფხიზლეს, როდესაც საქმე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეხება“, – წერს ზალკალიანი. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა და ორიენტაცია, რაც ქართველი ხალხის შინაგანი მისწრაფებაა და…

მეტი...

ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფ მოქალაქეებს აფხაზეთში დასაბრუნებლად “საზღვარს” უხსნიან

ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას დღეიდან, 26 მაისიდან შეძლებენ. გალის ტელევიზია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ექიმზე, ლუდმილა სკორიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ „აფხაზეთის მთავრობის მიერ სანქცირებული ზომა განხორციელდება 2005 წლის საერთაშორისო სამედიცინი-სანიტარული წესების ფარგლებში, რომელიც კარანტინის და განსაკუთრებით საშიში დაავადებების დროს მოქმედებს“. აფხაზეთისკენ მიმავალ მოქალაქეებს ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ექიმები შეამოწმებენ. სკორიკის ინფორმაციით, მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის ცნობა. მას ვისაც, ასეთი ცნობა არ ექნება, ტესტირებას ჩაუტარებენ. ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულები 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ. ლუდმილა სკორიკის განცხადებით, ამ რეჟიმის დაცვას ადგილობრივი სამართალდამცავები…

მეტი...

“დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას” – კელი დეგნანი

კელი დეგნანის ვიდეომილოცვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქგვერდზეა“ განთავსებული. „გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე! საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. ქართველებსაც და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის. ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს. იმიტომ რომ, ის…

მეტი...

“გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ” – ადამ კინზინგერი

„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ“, – ამ სიტყვებით კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-სთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძლეთ ის, რასაც აკეთებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს კინზინგერი ვიდეომიმართვაში, რომელაც საგარეო უწყება ავრცელებს.

მეტი...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭის შესასვლელი. იაპონიაში, ტოკიოს ცენტრში შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები;  თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, თესალონიკის მერიის შენობა ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებში. 26 მაისის აღსანიშნად,  ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – თეთრი ხიდი, ასევე კაუნასის „რატუშე“. საქართველოს დროით…

მეტი...

“აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწირეს გლობალური მშვიდობისა…

მეტი...

“დაავადებამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს აღმასვლა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუკი ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელებამ უკან დაიხია, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო ზომებს დროზე ადრე შეწყვეტენ, ისინი მეორე ტალღის საფრთხის წინაშე მალე დადგებიან. „უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ დაავადებამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს აღმასვლა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან დაავადებამ უკან დაიხია, ეს ასე შენარჩუნდება და მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად წინ თვეები გვაქვს. შესაძლოა, მეორე ტალღა ამ ტალღაშივე მივიღოთ,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა. მისივე თქმით, „დაღმავალი ტრაექტორიის შესანარჩუნებლად და მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად“ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შენარჩუნება, ტესტირება და კომპლექსური სტრატეგია…

მეტი...

გიორგი გახარია დამოუკიდებლობის დღეს, შეიარაღებულ ძალებთან აღნიშნავს

პრემიერ-მინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ჩვენი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს…

მეტი...

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

მეტი...