“დაავადებამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს აღმასვლა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუკი ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელებამ უკან დაიხია, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო ზომებს დროზე ადრე შეწყვეტენ, ისინი მეორე ტალღის საფრთხის წინაშე მალე დადგებიან.

„უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ დაავადებამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს აღმასვლა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან დაავადებამ უკან დაიხია, ეს ასე შენარჩუნდება და მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად წინ თვეები გვაქვს. შესაძლოა, მეორე ტალღა ამ ტალღაშივე მივიღოთ,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა.

მისივე თქმით, „დაღმავალი ტრაექტორიის შესანარჩუნებლად და მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად“ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შენარჩუნება, ტესტირება და კომპლექსური სტრატეგია უნდა განაგრძონ.

მსგავსი თემები