აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 98 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 98 000-ს გადააჭარბა.

დღემდე კორონავირუსი 1 657 441 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 98 034-ის შემთხვევაში ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის 50-ვე შტატში გამოვლენილია ინფიცირების 14 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 314 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსგავსი თემები