„მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ, ვერ დავრჩები სახლში, მე უნდა ვიმუშაო“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს ოჯახური კავშირებიც მაქსიმალურად შეზღუდონ და მეგობრულიც. „სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. დღეს, რაც გვაქვს შემთხვევები, ეს არის ან ოჯახური კლასტერები ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ, ასეთ დროს, მაქსიმალურად უნდა შევავიწროვოთ კონტაქტი ოჯახებს შორისაც და ახლო მეგობრებს შორისაც. ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი უნდა დავიცვათ. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ ერთი მეტრი და ნახევარი, დახურულ სივრცეში კი 2…

მეტი...

“მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგენს” – თენგიზ კალანდაძე (ვიდეო)

„მოვუწოდებ მომხარებელს თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი ექნებათ ვადაგასული პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით  დაუყოვნებლივ  გვაცნობოს“ – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა. კალანდაძე მოსახლეობას პროდუქტის შენახვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას აძლევს. სპეციალისტი აცხადებს, რომ ბოსტნეული და ხილი სათანადოდ უნდა გაირეცხოს, მისივე ინფორმაციით ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის შესახებ დღეს ქართულ ბაზარზე პრეტენზიები არ დაფიქსირებულა. კალანდაძის ინფორმაციითვე მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგენს. „პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგენს. მას სჭირდება შესაბამისი დამუშავება და შანახვა. ხილი და ბოსტნეული უნდა გაირეცხოს სათანადოდ, მიუხედავად იმის, რომ მოსახლეობის…

მეტი...

„დღესაც, ამ მძიმე ვითარების ფონზე, ზოგიერთი ქართველი ჩვენი თანამოქალაქე აკეთებს ეთნიკური შუღლის გამომწვევ განცხადებებს“ – ალი ბაბაევი (ვიდეო)

„დაკარგეთ სინდისი, ნამუსი და ყველაფერი, რომ დღეს ადგილობრივ აზერბაიჯანელებს აგინებთ? „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა. ბაბაევი იმ აგრესიის ნიაღვარს ეხმაურება, რომელიც ზოგიერთი ქართველი მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში წამოვიდა გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით. ბაბაევი ხელისუფლებას თანადგომისთვის მადლობას უხდის. „ეს ხალხი ვინც აზერბაიჯანელების მისამართით დამამცირებელ განცხადებას აკეთებენ დღეს გავრცელებული ვირუსის გამო პირველ რიგში საქართველოს მტრები არიან. დღესაც ამ მძიმე ვითარების ფონზე, ზოგიერთი ქართველი ჩვენი თანამოქალაქე აკეთებს ეთნო კონფლიქტის გამომწვევ განცხადებებს. ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. ეს ხალხი ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს…

მეტი...

“მსოფლიოში, სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, ვირუსის სურსათით გადაცემა არსად დაფიქსირებულა“ – თენგიზ კალანდაძე

„ეკიპირებული მძღოლები დატოვებენ პროდუქტს, მათ პირდაპირი შეხება არ ექნებათ მოვაჭრეებთან“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა. კალანდაძე მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს თუ როგორ უნდა მოხდეს პროდუქტის შენახვა , მისივე ინფორმაციით დღეს საქართველოს აგრარულ ბაზრებში ყველა რეკომენდაცია დაცულია. „არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა სურსათის მიერი გადაცემა ამ ვირუსის არსად დაფიქსირებულა. აგრარულ ბაზრებზე უფრო ნაკლები რისკია, რადგან არის ღია სივრცე. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მალფუჭებადი პროდუქტი დაამუშაოს თერმულად, ხილი და ბოსტნეული კი გარეცხოს. დღეს ყველა პირობა…

მეტი...

stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მუშაობს ვებგვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოესი დღეებში, კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება. ამასთან, საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა. ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. რეგიონის მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით მე – 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტმა ინფეცქიური საავადმყოფო უკვე დატოვა. „ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ამ 44 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. 10-ვემ, რა თქმა უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე ამ 42 პაციენტიდან 22 პაციენტი განაგრძნობს ჩვენთან მკურნალობას”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 500 კილომეტრში მოხდა. კამჩატკას ოთხ რაიონში, მოსახლეობამ დაახლოებით 5 ბალამდე სიმძლავრის ბიძგები იგრძნო. მიწისძვრის ეპიცენტრი ონეკოტანის კუნძულიდან 228 კილომეტრში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარამუშირის კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რეგიონის მცხოვრებლებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. წინასაწარი ინფორმაციით, მიწისძვრას კამჩატკაზე მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი ახალი შემთხვევბის შესახებ გვიან ღამით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაანონსა, თუმცა მისივე ინფორმაციით საქართველო ამ ეტაპზე არ იმყოფება ფართო გავრცელების არეალში. ინფორმაციისთვის, 73 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

“როგორც კი საჭიროება იქნება, საყოველთაო თვითიზოლაციისა და საყოველთაო კარანტინისთვისაც მზად ვართ” – არჩილ თალაკვაძე

„ამ მომენტისთვის ეპიდსიტუაციია შესაბამისი ზომები მიღებულია, თუმცა თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო თვითიზოლაცია ან საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველო სწორად მართავს სიტუაციას და ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას. თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას  არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს, რადგან მსოფლიოში გრძელდება პანდემია.  „თუ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გვექნება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომებიც. როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში რისკები გამოიკვეთა, მთავრობამ იმოქმედა მყისიერად და იქ შემოიღო კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება დასაბუთებულად, ზუსტად იმ დროს,…

მეტი...

„კორონას“ გავექეცით და „სალმონელას“ დავეჯახეთ არ გამოგვივიდეს“ – ინტერვიუ ეკოტოქსიკოლოგთან

რამდენად უსაფთხოა ქვემო ქართლიდან პროდუქტების გამოტანა; გადადის თუ  არა „კორონავირუსი“ პროდუქტებით; რა რისკები არსებობს „კორონაგაქცეულებისთვის“  „სალმონელას“ აკიდების, სურსათის უსაფრთხოებასა და  ვირუსის სურსათით გადაცემასთან დაკავშირებულ რისკებზე „მედიაცენტრ მთავარს“ ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში ხათუნა ახალაია ესაუბრა. ხათუნა ახალაია: „სურსათის უსაფრთხობასთან დაკავშირებთ საქართველოში ძირითდი შემომტანები და სასურსათო ქსელები იძლევიან გარანტიას რომ არ შეიქმნება პრობლემა რადგან მარაგი საკმარისია ქვეყანაში. უსაფრთხო სურსათი კი ის საკითხია რომელიც მრავალხრივ მიდგომას საჭიროებს, დაწყებული უსაფრთხო სარგავ-სათესი მასალიდან, მოვლა – მოყვანის, შენახვის, ტრანსპორტირება – რეალიზაციის და სუფრამდე მთელი ჯაჭვის შეფასებით.     დღეს საკითხი რადგან ეხება კონკრეტულ „კორონავირუსის“ გავლენას იმ…

მეტი...