კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი ახალი შემთხვევბის შესახებ გვიან ღამით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაანონსა, თუმცა მისივე ინფორმაციით საქართველო ამ ეტაპზე არ იმყოფება ფართო გავრცელების არეალში.

ინფორმაციისთვის, 73 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი თემები