„დღესაც, ამ მძიმე ვითარების ფონზე, ზოგიერთი ქართველი ჩვენი თანამოქალაქე აკეთებს ეთნიკური შუღლის გამომწვევ განცხადებებს“ – ალი ბაბაევი (ვიდეო)

„დაკარგეთ სინდისი, ნამუსი და ყველაფერი, რომ დღეს ადგილობრივ აზერბაიჯანელებს აგინებთ? „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა.

ბაბაევი იმ აგრესიის ნიაღვარს ეხმაურება, რომელიც ზოგიერთი ქართველი მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში წამოვიდა გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით. ბაბაევი ხელისუფლებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„ეს ხალხი ვინც აზერბაიჯანელების მისამართით დამამცირებელ განცხადებას აკეთებენ დღეს გავრცელებული ვირუსის გამო პირველ რიგში საქართველოს მტრები არიან. დღესაც ამ მძიმე ვითარების ფონზე, ზოგიერთი ქართველი ჩვენი თანამოქალაქე აკეთებს ეთნო კონფლიქტის გამომწვევ განცხადებებს. ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. ეს ხალხი ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის შუღლი ჩამოაგდონ.“ – განაცხადა ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბაბაევი ხელისუფლებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ პრემიერისგან გვერდით დგომას აზრებაიჯანელები ყოველთვის გრძნობენ.

მსგავსი თემები