„კორონას“ გავექეცით და „სალმონელას“ დავეჯახეთ არ გამოგვივიდეს“ – ინტერვიუ ეკოტოქსიკოლოგთან

რამდენად უსაფთხოა ქვემო ქართლიდან პროდუქტების გამოტანა; გადადის თუ  არა „კორონავირუსი“ პროდუქტებით; რა რისკები არსებობს „კორონაგაქცეულებისთვის“  „სალმონელას“ აკიდების, სურსათის უსაფრთხოებასა და  ვირუსის სურსათით გადაცემასთან დაკავშირებულ რისკებზე „მედიაცენტრ მთავარს“ ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში ხათუნა ახალაია ესაუბრა.

ხათუნა ახალაია: „სურსათის უსაფრთხობასთან დაკავშირებთ საქართველოში ძირითდი შემომტანები და სასურსათო ქსელები იძლევიან გარანტიას რომ არ შეიქმნება პრობლემა რადგან მარაგი საკმარისია ქვეყანაში. უსაფრთხო სურსათი კი ის საკითხია რომელიც მრავალხრივ მიდგომას საჭიროებს, დაწყებული უსაფრთხო სარგავ-სათესი მასალიდან, მოვლა – მოყვანის, შენახვის, ტრანსპორტირება – რეალიზაციის და სუფრამდე მთელი ჯაჭვის შეფასებით.    

დღეს საკითხი რადგან ეხება კონკრეტულ „კორონავირუსის“ გავლენას იმ პროდუქტებზე, რომელიც საკოლმეურნეო ბაზარში ხვდება მარნეული-ბოლნისიდან და არა მარტო, რადგან ღია ბაზრობებზე  არსებული პროდუქციის არასწორი შენახვა რელიზაცია არის ზოგადი რისკის შემცველი.

მედიაცენტრი მთავარი:“ კონკრეტულად რა პროდუქტებზე შეიძლება არსებობდეს გარკვეული რისკი?

ხათუნა ახალაია: არსებული რელობიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ იმ პროდუქტებზე რაც ძირიტადად ამ რეგიონებიდან მოდის. ამ ეტაპისთვის, არ არის  დადასტურებული COVID -19 ის გადაცემა საკვებ პროდუქტებიდან. თუმცა, მნიშვნელოვანია,  დავიცვათ ჰიგიენის ზომები რისკის შემცირებვისთვის;

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს რესპირატორული დაავადება არ უნდა იყოს დაკავებული საკევების მომზადებით სხვა ადამიანებისთვის;

პროდუქტების ყიდვისას დაიცავით დისტანცია ადამიანებს შორის. მათ შორის გამყიდველთან. ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაცია (EFSA) აცადებს რომ წყალი და სკვები არაა ამ ვირუსის გადამტანი.

ყველამ უნდა გაითავისოს სწორი ჰიგიენური ჩვევები  საკვების მომზადებისას. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს სურსათის მომარაგების და საკვების მომზადებისას:

დავიბანოთ ხელები სანამ საკვების მზადებას დავიწყებთ; ასევე დავიბანოთ ხელები ნედლ საკვებთან შემხებლობის შემდეგ და მზა სკავებთან შემხებლობის დროს; კარგად დაამუშავეთ და მოხარშეთ / შეწვით ხორც პროდუქტები; გამოიყენეთ პირბადე თი გახველებთ ან სურდოგაქვთ; მოერიდეთ იმათ ვისაც რესპირატორული სიმპტომები აქვს; აუცილებელია სამზარეულოში ზედაპირების დეზინფექცია რაც ერთ ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

მედიაცენტრი მთავარი:“ რაც შეეხება პროდუქტების ქვემო ქართის მუნიციპალიტეტიდან გამოტანას, საიდანაც თბილის მარაგდება?

ხათუნა ახალაია: რაც შეეხება მარნეულიდან და ბოლნისიდან სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გამოტანას, მომწოდებლები უნდა გაკონტროლდნენ და მოხდეს მათი ჯანმრთელობის შემოწმება;

სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოების დახმარებით აეწყოს ჯანსაღი ჯაჭვი – მომწოდებელს, სატრანსპორტო საშუალებასა და ბაზარის დახლის ჩათვლით ჩართული პირების ჯაანმრთელობის კონტროლის კუთხით. აღჭურვილობა აუცილებელია მათთვის, ვინც მომარაგების ჯაჭვში იქნებიან. ყოველდღიურად მოხდეს ავტომანქანაბის და დახლების დეზინფექცია.

მედიაცენტრი მთავარი:“ მოსახლეობა პანიკურად იმარაგებს პროდუქტებს ისე, რომ შენახვის ვადს არცაქცევს ყურადღებას. ამ კუთხით რისი თქმა შეგიძლიათ?  

ხათუნა ახალაია: პანიკურად, მოსახლეობის მიერ პროდუქტების მომარაგება სერიოზულია და სოციალურ პასუხიმგებლობის შეგნებაზე გადის. არ არის საშიშროება რომ პროდუქტები არ იქნება. ამიტომ, გთხოვთ დაუკვირდით ვადიანობას რასაც ყიდულობთ. მაღაზიებში გაიყიდა ისეთი პროდუქტები რომელსაც ვადა გასდიოდა. „კორონას“ გავექეცით და „სალმონელას“ დავეჯახეთ არ გამოგვივიდეს. გონივრულად განსაზღვრეთ რა პერიოდში ხართ და რა გჭირდებათ რეალურად.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები