“ძალიან ძნელია, ებრძოლო მეზობელს, რომელიც არღვევს ზნეობას”… დავით ოქიტაშვილი

საქართველოს „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი „კორონავირუსთან“ დაკავშირებით პოლიციის აქტიურ და თავდადებულ მუშაობასთან დაკავშირებით „პოსტს“ აქვეყნებს და მადლობას უხდის.   

პოლიცია! ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ჩვენს დღევანდელობაში, ისინი დგანან სადარაჯოზე, ქართველთა წესრიგისა და ზნეობის სადარაჯოზე. ადვილი არ არის ებრძოლო კრიმინალს, ადვილი არ არის ეძებო მტყუან-მართალი, მაგრამ ძალიან ძნელია, ებრძოლო მეზობელს, რომელიც არღვევს ზნეობას, ებრძოლო მეგობარს, რომელიც ჩამოვიდა და „არაფერი ჭირს.“ ეს ადამიანები დღეს ჩუმად, სიყვარულითა და ღირსებით ებრძვიან ჩვენს ნაკლს, გამოუთქმელად, უენოდ, საკუთარი რისკის ქვეშ. მადლობა მათ, მადლობა ამ უსახელო გმირობისთვის“… წერს დავით ოქიტაშვილი.

მსგავსი თემები