ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

დევნილები, რომლებიც რამდენიმე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ, შიმშილობას აანონსებენ. 

დევნილებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, თუ მათი მოთხოვნა 24 საათში არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან უწყების შესასვლელს გადაკეტავენ და თანამშრომლებს შენობაში არ შეუშვებენ.

მათი მთავარი მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაა. ისინი უკვე მეცამეტე დღეა ქუჩაში დგანან და სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ.

ამ თემაზე კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. 

მსგავსი თემები