„რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები წარმოადგენს განზრახ პროვოკაციას”- რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  განცხადებებს იმის შესახებ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები რუსულია, პროვოკაციად აფასებენ.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე რაკეტების ნამსხვრევები სპეციალისტების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც უკრაინის კუთვნილი „ეს-300“-ების ელემენტები.

პრჟევოდუვის დასახლებულ პუნქტში თითქოსდა „რუსული რაკეტების“ ჩამოვარდნის შესახებ სხვადასხვა უკრაინული წყაროსა და უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებები წარმოადგენს განზრახ პროვოკაციას ვითარების ესკალაციის მიზნით“, – აცხადებენ  რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ძალები მაღალი სიზუსტის დარტყმებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე ახორციელებენ, პოლონეთის საზღვრიდან სულ მცირე 35 კილომეტრის მანძილზე.

 

 

მსგავსი თემები