ანგარიშსწორება ფარული ჩანაწერებით?! – შსს-მ გამოძიება დაიწყო

პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამ წუთებში შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება. დეპუტატის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერები ვრცელდება, რომელიც მისი ოჯახის წევრსაც მიუვიდა.

შსს დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.

რაც შეეხება დეპუტატის განცხადებას, როგორც მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და არ ისჯებოდა, დღეს ანგარიშსწორების საშუალებას იძლევა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოა, ყველა იმ პირის გამოვლენა, ვინც ანგარიშსწორების იარაღად ფარულ ვიდეომასალებს იყენებს. „ჩემი მიზანია იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც პირადი ცხოვრების ჩანაწერებს ავრცელებს და ანგარიშსწორებისთვის იყენებს. მნიშვნელოვანია იცის, რომ ამგვარი ბინძური ჩანაწერები სწორედ მაშინ ვრცელდება, როცა რაღაც განსაკუთრებული ხდება. ხშირ შემთხვევაში, ისეთ ადამიანები ებრძვიან, რომლებიც სამართლიანობისა და უკეთესობისთვის იბრძვიან.“

შეგახსენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება ეკა ბესელიამაც გააკეთა და დაუყოვნებლივ გამოძიება და დამნაშავეების გამოვლენა მოითხოვა.

მსგავსი თემები