„ზოგი შეიძლება წინ წავიდეს, ზოგმა კი უკან დაიხიოს“ – ქანთარია საკადრო პოლიტიკაზე

„არ შეიძლება, ადამიანი თანამდებობაზე მიკერებული იყოს. საკადრო ცვლილებების საჭიროებას ადრეც ვხედავდი და ახლაც ვხედავ. კონკრეტული გვარი აქ ან იქ, ეს სახლში – ის მინდორში, ასეთი საუბარი ჯერჯერობით არ არის გუნდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე არ ვფიქრობთ“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის აზრით, საკადრო ცვლილებები იმგვარი უნდა განხორციელდეს, რომ მას ფასი ჰქონდეს და  ცვლილება ცვლილებისთვის არ იყოს. საჭიროა გარკვეულ პოზიციებზე გადანაცვლელების განხორციელება. 

“ჩემი აზრით, სხვადასხვა პოზიციაზე ბევრი გადანაცვლება უნდა მოხდეს. ზოგი შეიძლება წინ წავიდეს, ზოგმა კი უკან დაიხიოს. ასეთი გადანაცვლებების მომხრე ვარ. ზოგადად, ცვლილებები საჭიროა“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლება შეეხოს საკადრო ცვლილებები, დეპუტატს კონკრეტული გვარების დასახელება უჭირს. ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აშკარად გამოკვეთილი ლიდერია.

მსგავსი თემები