„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის დაახლოება გვაწუხებს“ – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას არ ინარჩუნებს. როგორც ენტონი ბლინკენი ამბობს,  პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და ამით პრორუსული პროპაგანდა გააძლიერა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ი-სთან განიხილა.

„ისევ ვუთხარი მინისტრს, რომ ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის დაახლოება გვაწუხებს“ – აცხადებს ბლინკენი და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩინეთის პრეზიდენტის საუბარი იგეგმება.

 

მსგავსი თემები