1 მარტიდან მართვის მოწმობების ნაწილი უქმდება

ავტომფლობელების ნაწილს მართვის მოწმობების ხელახლა აღება მოუწევს. საუბარია 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ ( C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის) მართვის მოწმობებზე. მათი მოქმედების ვადა 1 მარტამდეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშო აცხადებენ, 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ავტომფლობელებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ.

მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი. თუ მოქალაქემ 1 მარტამდე მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხა, დოკუმენტი ძალადაკარგულად ითვლება.

მსგავსი თემები