14 წლის არასრულწლოვანმა, გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა

24 წლის მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალურად იძალადა, დაკავებულია. გოგონა კი დღეს დილით საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, დაკავებულს გარდაცვლილთან მეგობრობის გარდა არაფერი აკავშირებდა.

„გოგო ოჯახის წევრებმა იმ დონეზე მიიყავნეს, რომ გარდაიცვალა. მასზე საკუთარი ოჯახის წევრები ძალადობდნენ. ჩემს შვილს მასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მეგობრობდნენ“ – აცხადებს დაკავებულის მამა.

დედა კი ამბობს, რომ გარდაცვლილზე ბაბუა ძალადობდა, რადგანაც ის ხშირად თვრებოდა.

გოგონას ბაბუა, დაკავებულის მხრიდან  სექსუალური ძალადობის 2 ეპიზოდზე საუბრობს. ოჯახმა კი ფაქტის შესახებ პოლიციას მიმართა.

გოგონა გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით 24 წლის მამაკაცი დღეს დააკავეს. გოგონას მამა გარდაცვლილია, დედა კი თურქეთში მუშაობს. ის ბაბუასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

„დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა“ – აცხადებენ უწყებაში.  

მსგავსი თემები