ტყვეების გაცვლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

დაპირისპირებულ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლა მოხდა. აღნიშნული აქტი, საომარი პროცესების დასრულების შემდეგ, მეორედ განხორციელდა.

როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ერთი ტყვე 5-ში გაიცვალა.

„რუსი სამშვიდობოების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად, რუსეთის თვითმფრინავმა ბაქოში ჩაიყვანა ტყვეობაში მყოფი ერთი ადამიანი, 5 ტყვე კი ერევანში დაბრუნდა,“-  აცხადებს  ყარაბაღში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაური  რუსტამ მურადოვი.

მხარეები ტყვეების გაცვის პროცესს კიდევ გეგმავენ.

მსგავსი თემები