დაპირისპირებულ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლა მოხდა. აღნიშნული აქტი, საომარი პროცესების დასრულების შემდეგ, მეორედ განხორციელდა.
როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ერთი ტყვე 5-ში გაიცვალა.
„რუსი სამშვიდობოების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად, რუსეთის თვითმფრინავმა ბაქოში ჩაიყვანა ტყვეობაში მყოფი ერთი ადამიანი, 5 ტყვე კი ერევანში დაბრუნდა,“- აცხადებს ყარაბაღში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაური რუსტამ მურადოვი.
მხარეები ტყვეების გაცვის პროცესს კიდევ გეგმავენ.