ნინო ნიჟარაძე – ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი, ბავშვის მდგომარეობა კი მსუბუქი იყო და გაწერილია ბინაზე

ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება მხოლოდ ერთი პაციენტი, ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი, ბავშვის მდგომარეობა კი მსუბუქი იყო და გაწერილია ბინაზე, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მინისტრმა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა: „ამ პერიოდისთვის, ნანგრევებიდან ამოყვანილია მხოლოდ ერთი ქალბატონი, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში პოლიტრავმითა და მძიმე მდგომარეობით. რაც შეეხება ბავშვს, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი, გაეწია დახმარება და ის უკვე გაწერილია ბინაზე. ასე რომ, ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება მხოლოდ ერთი პაციენტი. როგორც იცით, მიმდინარეობს დაზარალებულთა ამოყვანა და სამძებრო სამუშაოები და შესაბამისად, ყველა კლინიკა არის მობილიზებული, მიიღონ პაციენტები, გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ქალის მდგომარეობა მძიმეა. მე ვიცი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კლინიკის მენეჯერმა უკვე გააკეთა კონკრეტული კომენტარი. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ეს პოლიტრავმაა და არის მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა ნონო ნიჟარაძემ.

მსგავსი თემები