ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ.
სულ გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ზე 33 ტესტი ჩატარდა.