გერმანული როკ ჯგუფის, ტილ ლინდემანი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული ტაბლოიდი Bild ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლინდემანი ბერლინის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. მიმდინარე თვეში ლინდემანმა რამდენიმე კონცერტი გამართა.
მათ შორის, ლინდემანმა ახალი პროექტით მოსკოვში ერთი დღის განმავლობაში ორი კონცერტი გამართა. ამის მიზეზი მოსკოვში მოქმედი აკრძალვა იყო, რომელიც 5 ათასზე მეტი ადამიანის თავყრილობას კრძალვადა.