სტიქიით დაზარალებულ მოსახელობას ზარალი აუნაზღაურდება

ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას რომელთაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ ზარალი აუნაზღაურდებათ.

როგორც სოფლის მურნეობის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, 19 და 20 მაისს ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიური მოვლენების შედეგად დაფიქსირდა 1088 შეტყობინება.

“ აგროდაზღვევის პროექტში ჩართულმა სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებმა მყისიერად მოახდინეს შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება, ჯგუფები უკვე ადგილზე მუშაობენ და ინტენსიურად მიმდიანრეობს ზარალის დათვლა,”-განაცხადეს სამინისტროში

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისთვის).

2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამა აპრილის თვეში დაიწყო და ამჟამინდელი მონაცემებით, პროექტის ფარლგებში საქართველოს მაშტაბით გაცემულია 6548 პოლისი, საიდანაც უდიდესი ნაწილი მოდის კახეთზე 4930 პოლისი. აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 8 მილიონი ლარი გამოიყო.

მსგავსი თემები