„მალე, მაღაზიებში მურუსიძის ხატებს დაარიგებენ და ეკლესიას მის წმინდანად შერაცხვასაც მოსთხოვენ“ – ვატო შაქარაშვილი

” ქართულმა ოცნებამ“ ხსნა ლევან მურუსიძის უვადოობაში ნახა. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია ხსნას სადაც ეძებენ. ეს არის ჩინჩალაძის უზენაეს სასამართლოში გამწესება, შალვა შავგულიძის „ნაცად“ მონათვლა, მურუსიძის გასუფთავებაში და ალბათ, მაღაზიებში მურუსიძის ხატებს დაარიგებენ და ეკლესიას მის წმინდანად შერაცხვასაც მოსთხოვენ“ – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც შაქარაშვილი აცხადებს, დღეს, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს გაცილებით მაღალი მოტივაცია აქვს, პარლამენტში დეპუტატი შეიყვანოს, ვიდრე მმართველ გუნდის მხარდამჭერებს.

„დღეს ოპოზიციურ სპექტრს ბევრად უფრო მეტი მოტივაცია აქვს საკუთარი კანდიდატი შეიყვანოს პარლამენტში, ვიდრე „ქართული ოცნების“ მომხრეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუნდაც ერთი წელი, ვინ უნდა წარმოადგენდეს. მურუსიძე, ჩინჩალაძე და მიქაუტაძე თბილისელს ამომრჩეველს არ სჭირდება. ეს არ არის ხალხის დაკვეთა. ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შალვა შავგულიძე წარმოადგენს, ხალხს არ აძლევს საშუალებას, მხარი დაუჭირონ, მიუხედავად მის მიერ არსებული სიმპათიისა. „ქართულმა ოცნებამ“ შალვა შავგულიძეს ლადო კახაძე კი არ დაუპირისპირა როგორც კანდიდატი, შალვა შავგულიძეს ქართულმა ოცნებამ დაუპირისპირა ლევან მურუსიძე“ – აღნიშნა ვატო შაქარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, მთაწმინდის მეორე ტურისთვის მოსახლეობის უფრო გააქტიურების მოლოდინი ტყუილია. რაც შეეხება ოპოზიციური და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერებს, შაქარაშვილის შეფასებით, ისინი, არჩევნების მეორე ტურში ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მსგავსი თემები