აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთსაათიან ვადას აძლევენ

რუსთველის გამზირზე აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნები გააცნეს და მის შესასრულებლად ერთი საათი მისცეს,

აქციის მონაწილეები ითხოვენ, გათავისუფლდნენ  ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულები და “ქართულმა ოცნებამ” რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს.

“ბიძინა ივანიშვილი 22:00 საათზე იძინებს ხოლმე, ამიტომ ერთ საათში, 21:00-დან 22:00 საათამდე გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ არა ფრენებს. მოქალაქეები ელოდებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. კიდევ მეტნი ვიქნებით და გავაგრძელებთ დისკომფორტის შექმნას “ქართული ოცნებისთვის”. ერთ საათში გეტყვით, რა შეიძლება გავაკეთოთ დღეს და ხვალ”, – ასეთია აქციის მონაწილეთა მოთხოვნა.

მსგავსი თემები