,,სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ თავში უნდა გირტყათ იმ ადამიანებს, ვინც წააქეზეთ და ასეთ დღეში ჩააგდეთ”- ღუდუშაური

,,სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განაცხადა.

ღუდუშაურმა  ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სტრასბურგის გადაწყვეტილებით ბოდიში მოუხადონ საკუთარ ქვეყანას და ხალხს.

„იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც პარაზიტირებდით სააკაშვილის თემით და სხვათა შორის, ეს ბატონი სააკაშვილის დედამაც თქვა, რომ მისი შვილის ხარჯზე პარაზიტირებენ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებიო, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ თავი დაანებოთ ამ ყველაფერს. ხარება და გოგია გამახსენდა ამასთან დაკავშირებით, ოღონდ შებრუნებით, იქ რომ არის დუქნის დაკეტვასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ ქვეყნის დაზიანებას, სპეკულაციას თავი დაანებეთ და კაცობა დაიწყეთო, მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგებით, ან ქვეყნის დაზიანებას თავს დაანებებთ, ან პოლიტიკურ პარაზიტირებას თავს დაანებებთ. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. დარწმუნებული ვარ, ჩემს შემდეგაც გამოლაგდებით და აქ წიოკს გამართავთ იმასთან დაკავშირებით, რომ თემას არ უშვებთ ხელიდან, რომ ასეთი სპეკულაციები არ განავითაროთ, მაგრამ ახლა გეუბნებით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე. საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე და მთავარი და მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე, როგორც წამყვან ევროპულ ქვეყნებში არის ეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

,,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე”- რატი ბრეგაძე

მსგავსი თემები