სტამბოლის მერს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს

თურქეთში არჩევნების წინ, აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს. იმამოღლუ მთავარი ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია.

ექრემ იმამოღლუ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავის გუნდთან ერთად, ქალაქ ერზრუმში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსის სახურავზე ასული სიტყვით გამოდიოდა. პარალელურად მას და მის მხარდამჭერებს ხალხმა ქვების სროლა დაუწყო.

ინციდენტის შემდეგ მერმა გამოსვლა შეწყვიტა, ტერიტორია დატოვა. მისი თქმით,ერზრუმის გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის წინააღმდეგ ძალადობის დაშვების გამო, საჩივარს შეიტანს.

მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

 

მსგავსი თემები