რუსეთმა უკრაინის დაბომბვის ტაქტიკა შეცვალა – მიხაილო პოდოლიაკი მიზეზებზე საუბრობს

უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი სარაკეტო თავდასხმები მიუთითებს რუსეთის ფედერაციის ტაქტიკის გარკვეულ ცვლილებაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

”ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ისინი პირდაპირ ურტყამენ სამოქალაქო, ამ შემთხვევაში, მრავალბინიან შენობებს”, – განმარტა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, ტაქტიკის შეცვლის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. კერძოდ, რუს დამპყრობლებს შეუძლიათ უკრაინის არმიის პროვოცირება კონტრშეტევის დასაწყებად.

,,ეს ასევე შეიძლება იყოს პროვოკაცია, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ – ოკუპანტებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დასავლეთს მოლაპარაკების აუცილებლობაზე უფრო მეტად ალაპარაკებს“, – დასძინა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები