,,რუსებს მოუწევთ ყველაფრის გადახდა, დაუბადებელი მომავალი თაობებიც გადაიხდიან”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებს მოუწევთ ყველაფრის გადახდა,  ტერიტორიების დანაღმისთვის, ობიექტებზე დარტყმისთვის, ადამიანების მკვლელობისა და ბავშვების გატაცებისთვის.

,,როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიურ ზიანზე, რომელსაც რუსეთი მუდმივად აყენებს უკრაინას დარტყმების შედეგად, რუსებს ნათლად უნდა ვუთხრათ: მათ მოუწევთ ყველაფრის გადახდა. ტერიტორიების დანაღმისთვის, ობიექტებზე დარტყმისთვის, ასევე ადამიანების მკვლელობისა და ბავშვების გატაცებისთვის.

დაუბადებელი მომავალი თაობები გადაიხდიან და მათ არჩევანი არ ექნებათ. მეტიც, ამ თაობებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რადგან ისტორიაში დარჩებიან, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც ჩაიდინეს უკრაინელი ხალხის გენოციდი. და ამის დამალვა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებელი”,- წერს ერმაკი ტელეგრამზე.

მსგავსი თემები