საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია – ობრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის,  ჯიმ ობრაიენის განცხადებით, რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია. ამის შესახებ ჯიმ ობრაიენმა ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესები, რომლებიც რუსეთში ელექტრონულ საქონელს გზავნიან, “რულეტს თამაშობენ”.

,,ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე – იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს,”- განაცხადა ჯიმ ობრაიენმა.

მსგავსი თემები