,,რამიშვილის საქმეზე იგივე მოხდა ფაქტობრივად, ძალადობაში ბრალდებული კაცის მხარე დაიჭირა ხელისუფლებამ” – დოროყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი შალვა რამიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მან საკუთარ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

,,მინდა გამოვეხმაურო რამიშვილის საქმეს, სადაც იგივე მოხდა  ფაქტობრივად. ძალადობაში ბრალდებული კაცის მხარე დაიჭირა საქართველოს ხელისუფლებამ. მინდა გულმხურვალე მხარდაჭერა გამოვუცხადაო იმ ქალებს. ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებამ გვითხრა, თქვენ არაფერი გეშველებათ. მათ საერთოდ, გააზრება არ აქვთ, რა არის ქალთა უფლებები.”, – განცხადა ნეკა დოროყაშვილმა ”ფორმულას” ეთერში”.

მსგავსი თემები