,,არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია”- დაჩი ბერაია

,,არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია”- ასე აფასებს ”ხალხის ძალის” წევრი, დაჩი ბერაია პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ვიქტორ ჯაფარიძემ  ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონის ჩაარტყა.

,,არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იქ ვიყავი, ადგილზე ვიყავი, თქვენ უყურეთ პროცესს? თავიდან ბოლომდე უყურეთ პროცესს? მე იქ ვარ, თუ ხედავთ, დააკვირდით კადრებს, იქ ვდგავარ, ნაცრისფერი პიჯაკით. რად მინდა კადრების ნახვა, არ არის ეს ძალადობა”, –  განაცხადა დაჩი ბერაიამ.

 

 

ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

მსგავსი თემები