,,თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ”- ზელენსკი

,,თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ,” – აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  აფასებს ევროპულ მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობისადმი.

,,დანამდვილებით არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რომელი ბრძოლები მოგვიტანს უფრო სწრაფ წარმატებას და რომელი მოითხოვს უფრო მეტ ძალისხმევას. მაგრამ ცხადია, რომ თუ არ იქნება შეფერხებები ან სტაგნაცია ჩვენს თანამშრომლობაში, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვება უკვე წელს იქნება მოპოვებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები