„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა”- შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა. სისტემა, სადაც ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით ან გზით იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა იყო ყოველდღიური საქმე მაშინდელი ხელისუფლების.

,,სისტემა, სადაც ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით, ან მოხვედრის გზით, იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ, ადამიანების ღირსების აყრა ხდებოდა და ძალადობა იყო მაშინდელი ხელისუფლების ყოველდღიური საქმე. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ფილოსოფია. გულაგების სისტემის შექმნა და ადამიანის ჩაგვრა. ამას დღესაც ვხედავთ ოპოზიციიდან. დღესაც იგივე აქვთ ის ფაშისტური კამპანია რაც აქვთ აწეული ადამიანების მიმართ, მათი ოჯახების მიმართ, როდესაც მიდის პირდაპირი მუქარა და ძალადობა, მათ შორის, ფსიქოლოგიური, აჩვენებს, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ ვერაფერი ვერ გააცნობიერეს. ისეთივე მოძალადეები არიან, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები