უკრაინის საქმე არ არის საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიების გათავისუფლება – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანო ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე.

„ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდაველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის,“- განაცხადა დანილოვმა “რადიო თავისუფლების” უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის ფედერაციას აქვს თავისი გავლენა და იმყოფება, სათანადოთ განვითარდებიან.

,,ამის მაგალითია მოლდოვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას ექნება განვითარების პერსპექტივა, სანამ არ გათავისუფლდება რუსი ოკუპანტისაგან. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ დაიკავეს საქართველოს ნაწილი – იგივე სიტუაცია. ტერიტორია აბსოლუტურად განადგურებულია, არ ვითარდება და არ იქნება განვითარების პერსპექტივა, რადგან არავინ ჩადებს ფულს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი არ არის განსაზღვრული“, – დასძინა დანილოვმა.

მსგავსი თემები