,,არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს. მისი თქმით, ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორშია უნდა გადალახონ.

,,ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის, ფარისევლობის სახით, ეს კრიზისი რაღაცნაირად უნდა გადალახონ, გადატვირთონ. არის რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც დომინირებს ამ სფეროში, თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, რომელთა უმეტესობა 99% არის დაკავებული იმ სოციალური, საგანმანათლებლო თუ სხვა საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში. არის რამდენიმე დომინანტი ორგანიზაცია, რომელთა მიმართაც პატარა ორგანიზაციებს აქვთ შიში და რიდი, სწორედ იმის გამო, რომ იციან, ამ ორგანიზაციებს აქვთ უნარი, როგორც ახლა აკეთებენ, პოლიტიკოსების მიმართ, რომ სხვა ორგანიზაციები ჩარეცხონ, გარიყონ, არ მიაკარონ ფონდებს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები