,,ივანიშვილი არ სარგებლობს ვიქტორ ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან.

,,ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს სათანადოდ არ გაუაქტიურებიათ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით”- განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები