,,ფილმებიდან ეშმაკის მოციქული გამახსენდა მაგას რომ ვუყურებ” – ვაშაძე ღარიბაშვილზე

,,ფილმებიდან ეშმაკის მოციქული მართლა გამახსენდა მაგას რომ ვუყურებ, ეპითეტის სახით რომ შევხედოთ,”- ამ სიტყვებით, სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართელოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოიხსენიებს.

,,დამფრთხალი პოლიციის და სპეცრაზმის ზურგს უკან ამოფარებული მხდალი ადამიანის რაღაცა ბაქი-ბუქი, მეტი არაფერი, კომიკური ბაქი-ბუქი. როგორ საუბრობს ახალგაზრდებზე საერთოდ, როგორ საუბრობს საზოგადოების აღტყინებაზე. მაგას მართლა ეგონა, რომ რუსეთისკენ შეატრიალებდა ამ ქვეყანას. როცა საუბრობს რაღაცა ეპითეტებზე, ფილმებიდან ეშმაკის მოციქული მართლა გამახსენდა მაგას რომ ვუყურებ, ეპითეტის სახით რომ შევხედოთ. ზოგადად ვამბობ, რომ ჩვენ ერთიანობა არის გასაღები და ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ ამოსუნთქვის შესაძლებლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ, აი ეს სპეცრაზმის ზურგს უკან ბაქი-ბუქი, ხალხში ვერ დადიან, ქუჩაში ვერ დადიან. აი, გამოიაროს რუსთაველზე – გაიაროს ქუჩაში ერთი”,- განაცხადა ვაშაძე.

მსგავსი თემები