წერილის წერილი – ტვ „პირველი“ არხის გაკონტროლების მცდელობაზე საუბრობს

„წერილი თუ სიხარული“ – ასე გაეხუმრა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ჟურნალისტებს, რომელსაც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მუქარის წერილის გაგზავნაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ დღეს ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილი გაასაჯაროვა, სადაც ტელეკომპანია „პირველიც“ ფიგურირებს. პროკურატურის განცხადებას კი ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელმა უპასუხა, რომელიც აცხადებს, რომ „ხმაურიანი წერილი“ ტელეკომპანიის მხრიდან აღქმულია, როგორც ტელეკომპანიის გაკონტროლების მცდელობად.

„გამოქვეყნებული წერილის შინაარსი “ტვ პირველის” მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება, მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით… “ტვ პირველის” 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და “ტრენდს”, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით“, – ვკითხულობთ ვატო წერეთლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის მიხედვით, წერილის ავტორი მამუკა ხაზარაძისგან ტვ „პირველის“ „იმედის“ ტრენდზე დაჯდომას და საგანგებო რეჟიმზე გადასვლას ითხოვს.

მსგავსი თემები